პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტში ოპოზიციის შესაძლო შესვლის საკითხს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესასვლელად ემზადება და ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე ზრუნავს ახალი სამოსის შეძენაზე.
„ნუ დააბოლებ და არადაბოლებული იქნები” – სიების ჰეროიკულ ჩახსნაზე მოჩვენებით აჟიოტაჟს რომ ქმნიან, საუბარია საარჩევნო-პარტიული სიებიდან პარლამენტში ვერ მოხვედრილთა ამოწერა-ჩახსნაზე. დანარჩენი 61 დამბოლებელი წვიმის მიუხედავად ლილოს ბაზრობაზე გდია “პინჯაკ-ჰალსთუჰების” შესაძენად. მანამდე რატომ არ შეიძინეს? მზიან ამინდში? “ამაშია საქმე” © ვაჟა ზაზაევიჩი.
რა იცოდნენ, რომ მოხვდებოდნენ პარლამენტში – გაუმჭვირვალე მუქთა ფული ტყუილად რატომ დახარჯულიყო. ასე რომ, ის გახარებული და მაზალო არჩეული დეპუტატი არ დამიჩაგროთ ფარჩაკებო. კრედიტ-ოფიცერს შეხვდა უკვე მშობლიურ “TBC”-ში – სამსახურიდან ხელფასის შესახებ ცნობაღა რჩება მისატანი. მაგრამ, არ იჩქაროო, ურჩიეს – იანვრიდან უფრო დიდი ოდენობა დაგიფიქსირდებაო. სიები კი არ მოხსნეს – პარტიული ბალასტი გადაყარეს ნაგავსაყრელზე. შემდეგი სადგური “ელექტროდეპო” – არც მათ არ ასცდებათ, არა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.