პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

XI მოწვევის პარლამენტმა მთავრობასა და სამთავრობო პროგრამას, სახელწოდებით – „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“ ნდობა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა იყო წარდგენილი.

სამთავრობო პროგრამა დეპუტატებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა.

ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა დღეს ნდობა გამოუცხადა, ასეთია:

პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე

საგარეო საქმეთა მინისტრი – მაკა ბოჭორიშვილი

იუსტიციის მინისტრი – ანრი ოხანაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – დავით სონღულაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი – ალექსანდრე წულაძე

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი

კულტურისა და სპორტის მინისტრი – თინათინ რუხაძე

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი

ოკუპირებული ტერიტირიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – მიხეილ სარჯველაძე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასროწობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი

რეგიორნული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე.

Back to top button