მამუკა მდინარაძე: საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ჩვენ ვიქნებით პირნათელი საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინაშე

„საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისათვის. შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირნათელი საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინაშე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ადრე თუ გვიან საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

„დარწმუნებული ვარ ჩვენ მომავალ გამარჯვებებს ვიზეიმებთ, ვიდრე ეროვნული ძალები არ იქნებიან ოპოზიციაში და არა ისეთები, როგორებიც დღეს არიან. ჩვენ არ დავთმობთ ხელისუფლებას, სანამ არ დავრწმუნდებით, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება ჩაანაცვლოს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნულმა ძალამ.

ბედნიერი ვარ გულწრფელად იმით, რომ შემიძლია ამაყად ვთქვა, ამ სამთავრობო პროგრამით და ამ ჩვენი თითოეული გადადგმული ნაბიჯით, საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის ყველაზე მზად ევროკავშირის წევრობისათვის.

შესაბამისად, ჩვენ ვიქნებით პირნათელი საკუთარი ხალხის, ქვეყნის და მისი ევროპული მომავლის წინაშე. შემდეგ ჯერი ევროპელებზე, ევროპულ მაშინდელ 2030 წლისათვის მოქმედ ბიუროკრატიაზე იქნება და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან, შეიძლება ცოტა გვიანაც, ერთი, ორი, სამი წელი აქ არაფერს ნიშნავს, ჩვენ ერთი, ორი და თუნდაც ხუთი წლისთვის არ დავთმობთ რაღაცებს, რისი დათმობის ხარჯზე ვიღაცებს წარმოუდგენიათ ევროპელობა, ეს ასე არ არის, მაგრამ ძალიან მალე, მაინც ყველა შემთხვევაში მივიღებთ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ქართველი ხალხი ამას იზეიმებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button