ზურაბ ქადაგიძე: „ქართულ ოცნებას“ ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა იმისათვის, რომ საგარეო თუ საშინაო საფრთხეებისგან დაიცვას ქვეყანა. პირველი ნაბიჯი გადადგმულია – ვერავინ შეძლებს შანტაჟით საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას

ძალიან ზუსტი, დროული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ! დიახ, შანტაჟი, რომელსაც ევრო-დეპუტატთა ნაწილი, ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთი ელჩი, უცხო ქვეყნის პარლამენტების მაღალჩინოსნები მიმართავენ, ჩამოდიან საქართველოში და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწყობენ საბოტაჟს, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ევროპელი ბიუროკრატებისა და პოლიტიკოსების ნაწილის შანტაჟის და შეურაცხყოფის ფონზე, საქართველო 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესს აჩერებს.

როგორც მან აღნიშნა, პირველი მკაფიო ნაბიჯი ქართული საზოგადოების უსაფრთხოებისათვის გადადგმულია – ვერავინ შეძლებს შანტაჟითა და ინსინუაციებით, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას.

„ძალიან ზუსტი, დროული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ! დიახ, შანტაჟი, რომელსაც ევრო-დეპუტატთა ნაწილი, ევროპის სახელმწიფოების ზოგიერთი ელჩი, უცხო ქვეყნის პარლამენტების მაღალჩინოსნები მიმართავენ, ჩამოდიან საქართველოში და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწყობენ საბოტაჟს, უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. დღეს კიდევ ერთხელ, უსინდისობისა და ამორალურობის გამოვლინება იყო, ევრო-დეპუტატთა შეთითხნილი რეზოლუცია, სადაც საქართველოს არა როგორც სახელმწიფოდ არამედ, როგორც მათ უკანა ეზოდ და დაბალ ღობედ აღიქვამენ. სააკაშვილის გათავისუფლებაზე გაჰყავთ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზა და იმავე ინსინუაციებს მიმართავენ, რასაც ბოლო წლებია – დაგასანქცირებთ, ფინანსებს შეგიჩერებთ, ვიზალიბერალიზაციას შეგიზღუდავთ თუ ჩვენ ნება-სურვილზე არ ივლითო. სწორედ ასეთი ბატონყმური დამოკიდებულებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობისთვის, მკაფიო მხარდაჭერითა და უპრეცედენტო აქტივობით მივიდა ქართველი ხალხი არჩევნებზე, რათა მხარი დაეჭირა სუვერენული, ღირსეული საქართველოსთვის. „ქართულ ოცნებას“, ქართველმა ხალხმა მანდატი მიანიჭა იმისათვის, რომ ყველანაირი საგარეო თუ საშინაო საფრთხეებისგან დაიცვას ქვეყანა. ჰო და პირველი მკაფიო ნაბიჯი, ქართული საზოგადოების უსაფრთხოებისათვის გადადგმულია – ვერავინ შეძლებს შანტაჟითა და ინსინუაციებით, საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Back to top button