ესეც ბოლო სანახაობა – სექტანტების პოლიტიკური აგონია. ეშმაკებზე ჯვრის გადასახვის, ნაკურთხი წყლის სხურების, საცეცხლურის კმევის ტოლფასი ეფექტით. ხელისუფლების მხრიდან ქართველობის, სახელმწიფოებრიობის, ერისა და ბერის ღირსების დაცვის დეკლარირებულმა განაცხადმა – პოლიტიკური შიზოფრენიის რეციდივი გამოიწვია უსამშობლოთა რიგებში, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დღეს ხელისუფლებამ საგარეო შანტაჟს განაჩენი გამოუტანა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ – საშინაო შანტაჟის დასასრულის ჯერია, რაც სამშობლოს დაკვეთაა.
„სრულდება მათი “მედიკამენტოზური” კურნების უშედეგო მცდელობა – ხვეწნა/მუდარა ქვეყნის მმართველობით რგოლებში მონაწილეობის მიღების თაობაზე. აზრს კარგავს “ქირურგიული” ჩარევაც. მხოლოდ ევთანაზია მათ ბოლო მცდელობაზე – მარიონეტების ჯანყის მორიგი “კორდებალეტი” კვლავ ქუჩაში გადაიტანონ.
ენჯეო და მედია-მილიონერთა კასტა მოუწოდებს მოსახლეობას, მათი კეთილდღეობის დასაცავად ამ ქვეყანაში “ქვა ქვაზე” არ დატოვონ. სახელმწიფოს მხრიდან, როგორც “პროზექტურის სანიტრებს”, ამ ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტების დანიშნულების ადგილამდე მიყვანის ჟამი დგება.
ერი და ბერი სრულ მობილიზაციაშია ამ აგონიის დასასრულებლად – ან ახლა, ან – არასოდეს. დღეს ხელისუფლებამ საგარეო შანტაჟს განაჩენი გამოუტანა ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ.
საშინაო შანტაჟის დასასრულის ჯერია – ეს არის ჩვენი სამშობლოს დაკვეთა. ვისაც არ სურს საქართველოში ქართული ტრადიციების თანახმად ქართველობის დაცვა – უნდა განიკვეთოს გაჯანსაღების გზაზე მყოფი ჩვენი ორგანიზმიდან“, – წერს დავით ქართველიშვილი.