არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ოპოზიციას მითითებებს აძლევს.
კერძოდ, ლომჯარია მიმართავს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს და ერთად მოქმედებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აცხადებს, რომ ისინი საერთოდ აღარ სჭირდებათ.
„ან ოთხივე დაჯდებით და იმოქმედებთ ერთად და ერთიანად, ან საერთოდ აღარ გვჭირდებით. თუ ვინმე რამეს აურევს მაგასაც მოგვახსენებთ“, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.