პარლამენტის წევრი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, მიმდინარე პროცესები რადიკალებისა და მათი უცხოელი პატრონების დაკვეთით ხორციელდება. დეპუტატმა განმარტა, რომ დასავლელი აქტორები საქართველოს პრინციპულობას, სუვერენიტეტის დაცვასა და ტრადიციების შენარჩუნებას არ პატიობენ.
„უცხოელი ძალები იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს პრინციპული ხელისუფლება და ის შეიცვალოს ხელოვნურად, გარე ჩარევებით, იმ ხელისუფლებით, რომელიც დაექვემდებარება გარე დაკვეთებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ და განმარტა, რომ ევროპელები საქართველოში აურზაურის მოწყობას ცდილობენ და გამჭვირვალობის კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მსგავსად, ახლაც უცხოელი მაღალჩინოსნების დაკვეთა არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებული ინფორმაციის გაპროტესტებაა.
მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოება რადიკალებმა შეცდომაში შეიყვანეს და არარსებული მოლაპარაკებების გახსნის გაუქმებას აპროტესტებინებენ.
„სამწუხაროა ის, რაც თბილისის ქუჩებში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს განპირობებულია ისევ გარე ჩარევებით და ისევ არასწორი ინტერპრეტაციის იმისა, რაც გუშინ ხელისუფლებამ გაავრცელა განცხადების სახით. ეს, რა თქმა უნდა, იყო ან მორიგი პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ხელმოცარული გაეგზავნა დასავლეთში და იქიდან ისევ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული რეზოლუციით დაბრუნდა.
საქართველოს არ პატიობენ პრინციპულობას, საკუთარი რეალური სუვერენიტეტისა, ტრადიციული ღირებულებების და ოჯახური ფასეულობების შენახვას და გაფრთხილებას და იმას, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა გუნდმა. ევროპის სახელით ხდება აურზაურის შემოტანა.
უცხოელი ძალები იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს პრინციპული ხელისუფლება და ის შეიცვალოს ხელოვნურად, გარე ჩარევებით, იმ ხელისუფლებით, რომელიც დაექვემდებარება გარე დაკვეთებს. ხდება ის, რითაც დაიწყო პროცესები მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიძაბა ეს ურთიერთობები. ბრძოლის იარაღად მაშინაც გამოყენებული იყო საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი და ახლა უკვე გამოყენებულია მოლაპარაკებების პროცესი. წარმოუდგენელია მოლაპარაკებების პროცესის გახსნა – არარსებულია.
არავითარი მოლაპარაკების გახსნას ადგილი არ აქვს და ხდება იმის გაპროტესტება, რაც არ არსებობს. ნაღმის სახით ევრორეზოლუციაში შეტანილ იქნა სხვადასხვა, აბსოლუტურად მიუღებელი თემები, მაგალითად: მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება, სანქციებთან შეერთება. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა, ყველაზე მაღალი კომპეტენციის და ლეგიტიმაციის მქონდე არჩევნების შემფასებელმა, არჩევნები კონკურენტუნარიანად შეაფასა და მათი თქმით, მცირედი დარღვევები შედეგზე არ ასახულა – ამის შეუგუებლობაა გარე ძალების მხრიდან და ისევ წაუკითხავად ხდება გაპროტესტება. როგორც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით იყო დაკვეთა, რომ საზოგადოებას არ წაეკითხა და ისე გაეპროტესტებინა, ახლაც აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციით იქნა საზოგადოებისთვის მიწოდებული ის, რაც ხელისუფლებამ განაცხადა,“- აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკასთან“.