კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა! ჩვენს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო განუხრელად აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ეს პროცესი არც ერთი დღით არც შეწყვეტილა და არც შენელებულა და ასევე გაგრძელდება!, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ეკა სეფაშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველო 2030 წლისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისათვის. სეფაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლის გამო.
„კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა!
ჩვენს განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველო განუხრელად აგრძელებს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. და ეს პროცესი არც ერთი დღით არც შეწყვეტილა და არც შენელებულა და ასევე გაგრძელდება!
შედეგად, საქართველო 2030 წლისათვის ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირის წევრობისათვის. 2028 წლამდე ჩვენ არ ვთხოვთ ევროკავშირს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას. თუმცა თუ ევროკავშირი მანამდე გაგვიხსნის მოლაპარაკებას, საქართველო მზად არის დაიწყოს მოლაპარაკებები!
მანამდე კი, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ საქართველოს მტრებს და რადიკალებს არ მივცემთ საშუალებას წევრობაზე მოლაპარაკების დაწყება/არ დაწყება პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მუდმივად შეუშალონ ხელი ქვეყანაში მშვიდობას, უსაფრთხოებას და სტაბილურობას. ამავე მიზეზით, უარს ვამბობთ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შედეგად მიღწეული მაღალი ეკონომიკური ზრდა და ბიუჯეტის მოცულობა საშუალებას გვაძლევს ყველა რეფორმა, რომელიც ევროინტეგრაციას ემსახურება, ქართული სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს. და გვახსოვდეს, ევროკავშირს სწორედ ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს ევროკავშირი. ეროვნული ღირსების შენარჩუნებით და ეროვნული ინტერესების დაცვით, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი, როცა ევროკავშირი თავადვე იქნება მზად მორიგი გაფართოებისთვის!
P.S. მადლობა ჩვენს სამართალდამცავებს სამშობლოს სტაბილურობის და უსაფრთხოებისათვის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისათვის და თავდადებისათვის!“, – წერს სეფაშვილი.