ცოტნე ანანიძე: პრემიერ-მინისტრის განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა, ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. მანვე აღნიშნა, რომ ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით – სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში! 2030-ში შევხვდებით ევროკავშირის ქობულეთში. #მშვიდობასაქართველოს # მშვიდობაუკრაინას“, – წერს ცოტნე ანანიძე.

Back to top button