ბიძინა გიორგობიანი: რომელიმე ორგანიზაციამ ეგებ თარგმნოს EU გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები, ვადები და თანმიმდევრულობა – გავაგებინოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ EU წევრობა არაა სწრაფი პროცესი, საჭიროებს ათწლეულობით მომზადებას

რომელიმე ორგანიზაციამ ეგებ თარგმნოს EU გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ვადები და თანმიმდევრულობა. ითარგმნოს და დავურიგოთ სტუდენტებს, პარტიებს, NG ორგანიზაციებს, მეზობლებს, მოყვრებს. დავალაგოთ სასტუმროს ნომრებში(როგორც ბიბლია იდო ერთ დროს ევროპულ სასტუმროებში), გზაჯვარედინებზე და ყველგან სადაც შეიძლება, – წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიძინა გიორგობიანი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ევროკავშირის წევრობა არ არის სწრაფი პროცესი, რაც შეეხება საქართველოსთან მოლაპარაკებას, იგი თავად ევროკავშირმა შეწყვიტა, ხოლო ამაზე პასუხისმგებლობა, გიორგობიანის შეფასებით, ბრიუსელის ბიუროკრატიას და ე.წ. ოპოზიციას ეკისერბა.

„რომელიმე ორგანიზაციამ ეგებ თარგმნოს EU გაწევრიანების კოპენჰაგენის კრიტერიუმები. ვადები და თანმიმდევრულობა. ითარგმნოს და დავურიგოთ სტუდენტებს, პარტიებს, NG ორგანიზაციებს, მეზობლებს, მოყვრებს. დავალაგოთ სასტუმროს ნომრებში(როგორც ბიბლია იდო ერთ დროს ევროპულ სასტუმროებში), გზაჯვარედინებზე და ყველგან სადაც შეიძლება. გავაგებინოთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ EU წევრობა არ არის სწრაფი პროცესი, საჭიროებს ათწლეულობით მომზადებას და ყველა კომისიის მიერ შესაბამისობის დადგენილებას.

რაც შეეხება საქართველოსთან მოლაპარაკების პროცესს, იგი შეწყვიტა თავად ევროკავშირმა. მოლაპარაკების პროცესის შეწყვეტაზე პასუხისმგებელია ბრიუსელის ბიუროკრატია და ბრიუსელის ქართული ნომენკლატურა ე.წ. ოპოზიცია“, – წერს გიორგობიანი.

Back to top button