განსაკუთრებით გაუგებარია პროტესტის მიზეზი, როდესაც დიდი ხანია ცნობილია ევროკავშირის ოფიციალური პოზიცია, რომ 2030 წლამდე გაფართოება არ იგეგმება. საზოგადოებას შევახსენებთ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის განცხადებას, სადაც ის მკაფიოდ ამბობს, რომ ევროკავშირიც და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა მოემზადონ 2030 წლისთვის, როდესაც დადგება გაფართოების მომენტი“, – ვკითხულობთ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წერილში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც პრაქტიკა აჩვენებს, კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკების გახსნიდან 2 წელიწადში პროცესი უნდა დასრულდეს და მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში, ხოლო ამ ვადებზე ადრე მოლაპარაკებების პროცესის გახსნა, საქართველოში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან გამოიყენება მხოლოდ შანტაჟისა და მოქალაქეთა დეზინფორმაციისთვის განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მოსატყუებლად.
„პრაქტიკა აჩვენებს, რომ კანდიდატ ქვეყანასთან მოლაპარაკების გახსნიდან 2 წელიწადში პროცესი უნდა დასრულდეს და მოხდეს ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ვადებზე ადრე მოლაპარაკებების პროცესის გახსნა, საქართველოში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფებების მხრიდან გამოიყენება მხოლოდ შანტაჟისა და მოქალაქეთა დეზინფორმაციისათვის (განსაკუთრებით ახალგაზრდების მოსატყუებლად). სწორედ ამ მიზეზით მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე საქართველომ დღის წესრიგიდან ამოიღოს მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
მიგვაჩნია, რომ ქვეყანას რეალურ ზიანს პოლიციაზე თავდასხმა, ქუჩის არეულობები და რევოლუციისკენ მოწოდებები მოუტანს და არა ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყების 2028 წლამდე გადაწევა“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.