დავით ქართველიშვილი ეუთო/ოდირის დასკვნაზე: უმნიშვნელოვანესი აღიარება ხელიდან აცლის ლიბერალებს მათ ძირითად ნარატივს – „გაყალბებულ არჩევნებზე” ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით

„ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში „ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი და არ გამორიცხავს, რომ ამის გამო ეუთო/ოდირის კომისიაზე მათი მხრიდან თავდასხმა და ბულინგიც კი განხორციელდეს.

დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რადიკალები ზედმიწევნით ასრულებენ მითითებებს დამკვეთებიდან, რომელთა მიზანია ლიბერალური ფაშიზმის დოქტრინის თანახმად ტრამპის ადმინისტრაციას დაახვედრონ რამდენიმე ნაღმი ყველა სტრატეგიული მიმართულებით, მათ შორის, საქართველოში.

„ოპოზიციას” და მათ მიერ ქუჩაში გამოყვანილ აქციონერებს „ცენტრიდან”, რა თქმა უნდა, ეძლევა სხვადასხვა შინაარსის დავალებები – რაც უნდა იცოდეს „იუპიტერმა” არ უნდა იცოდეს „ხარმა”. „ზე” ამოცანა კი ჯდება ლიბერალური ფაშიზმის დროებით კატაკომბურ მდგომარეობაზე გადასვლის საერთაშორისო დოქტრინაში: გაურკვეველი ვადით გარდაუვალ მმართველობით „ჩრდილში” გადანაცვლების წინ – ტრამპის ადმინისტრაციას დაახვედრონ მაქსიმალური ოდენობით ჩადებული ნაღმები ყველა სტრატეგიული მიმართულებით, მათ შორის, საქართველოში, მათ შორის – სამხრეთ კავკასიაში.

„ხარების” დონეზე ამ ამოცანების ჩაშლა საჭირო არაა, მით უმეტეს, რომ ვერც მიხვდებიან. მათ დონეზე საკმარისია „ტრიპტიხი” – “რუსეთი, რუსულმა, რუსი”, საკმარისია “ევროპას გვართმევენ” და რა თქმა უნდა, დღის წესრიგში აკვიატებულად რჩება „არჩევნები გაგვიყალბეს”. ამ უკანასკნელ ნარატივში რა დიდი იმედები ჰქონდათ დამყარებული ეუთო/ოდირის დასკვნებზე, ყველას მოგეხსენებათ. ამიტომაც ვხედავთ ჩვენ უკანასკნელ ორ დღეში “ოპოზიციის” გაშმაგებულ მცდელობას გადაფარონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება, საქართველოში ჩატარებული არჩევნების სრული აღიარებისა და ლეგიტიმურობის თაობაზე.

ეს უტყუარი ფაქტი „ოპოზიციის” ყველა დონეზე, ლიდერებიდან – მედია საშუალებებამდე, მაქსიმალურად არ შუქდება და არ არის გამორიცხული, სულ ცოტა ხანში ეუთო/ოდირის კომისიაზე მათი მხრიდან თავდასხმისა და ბულინგის საბაბიც გახდეს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება ფაქტობრივად ხელიდან აცლის მათ ძირითად ნარატივს – „გაყალბებულ არჩევნებზე” ოპოზიციური გოდებისა და წუხილის სახით. დანარჩენი ორი – „რუსული თემა” და „წართმეული ევროპა” იმდენად ხელოვნური, „ლირიკული” და აცდენილია რეალობას, რომ დესტრუქციის აგების გრძელვადიან პერსპექტივებს ვერ იძლევა.

ამიტომ ჩვენი მხრიდან შემდგარი არჩევნების აღიარების ფაქტზე აპელირებას მათთვის მოსაბეზრებელი და მოსასმენად აუტანელი ხასიათი უნდა მიეცეს ყველა დონეზე!!!” – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button