დავით ქართველიშვილი: „მშვიდობიან“ აქციაზე „მოლოტოვის კოკტეილებით“ ადამიანების ცოცხლად დაწვაზე გადავიდნენ „გულანთებული“ შიგევროპელები, გადავიდნენ მას შემდეგ, რაც პირდაპირი მითითება მიიღეს სალომე ზურაბიშვილისგან

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტთან მიმდინარე აქციიდან კადრებს კადრებს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ ცდილობენ მომიტინგეები წყლის ჭავლის მანქანის დაწვას.

„მშვიდობიან“ აქციაზე „მოლოტოვის კოკტეილებით“ ადამიანების ცოცხლად დაწვაზე გადავიდნენ „გულანთებული“ შიგევროპელები. გადავიდნენ მას შემდეგ, რაც პირდაპირი მითითება მიიღეს სალომე ზურაბიშვილისგან. „ორიტრუპიმინდას“ საუკეთესო ტრადიციებში – დაჭერების ნუ გეშინიათო, თქვენი გამოსასყიდი ფულიც არისო შესაბამის ფონდებში და “პრემიაც იქნება დიდი” (ალბათ ესეც იგულისხმებოდა). თუ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი სალომეს ბრიფინგებსა და ვითარების “გა-ტრუპიზაციას” შორის არ არსებობს – ერთი „მოლოტოვი“ მეც მესროლეთ ბარემ.

და კიდევ ერთი თემა: ამერიკაში საკუთარ სახლში, ბავშვი რომ დატოვოს მშობლებმა და მან ტირილით მეზობლები შეაწუხოს – დაუყოვნებლივ დარეკავენ მეურვეობის სამსახურში და ნომრიან დედ/მამას შეიძლება მშობლების უფლებებიც შეუჩერონ. ამ დენთისა და მომწიფებული სისხლის სუნით გაჟღენთილ გარემოში არასრულწლოვანი ბავშვების მიყვანა – ენით აუღწერელი დანაშაული არაა? სულ გა-შიგ-ევროპელდით??? სიჩლუნგესაც ხომ აქვს რაღაც გრადაცია??? გინესის რეკორდებს ამყარებთ?”- წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button