ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ეს იქნება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
„ქართული ჯარი, ქართული პოლიცია – ჩვენს სამართალდამცავ უწყებებზე დგას სახელმწიფოს სიძლიერე და შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა როგორც შესაბამისი რესურსების გაძლიერებას, ასევე ჩვენს ჯარისკაცებსა და პოლიციელებზე ზრუნვას, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, – განაცხადა პრემიერმა.