ედიშერ გვენეტაძე აშშ-ს „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულებაზე: მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მქონე დოკუმენტი – მას, როგორც ირკვევა აქვს ის დატვირთვა, რომ მხოლოდ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას აემუშავებინათ

„მაშ რა იყო ეს „სტრატეგიული პარტნიორობის“ ხელშეკრულება? მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მქონე დოკუმენტი. მას, როგორც ირკვევა ჰქონდა და აქვს მხოლოდ ის დატვირთვა, რომ ასეთ დროს, მხოლოდ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას აემუშავებინათ და მხარი დაეჭირათ პუტჩისტ-გადამტრიალებელთა სასარგებლოდ“,- წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ს ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ე.წ. “სტრატეგიული პარტნიორობის” ხელშეკრულების გაუქმების ფაქტზე.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი იყო მთელი ამ წლების მანძილზე ფარატინა ქაღალდი რომლითაც, არ გვქონდა უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა, პირდაპირი ფრენები და არ აშენებული ერთი რაიმე ამერიკული ყაიდის მცირე საწარმოც კი.

„აშკარად და მკაფიოდ დაიწყეს იმის აღსრულება, რასაც დიდი ხანია ველით… ნახეთ რა მზაკვრულად შეცვალეს მოქმედების გეგმა. ხედავენ ოპოების ლიდერებს აქვთ ნული რეიტინგი. ამიტომაც ისინი უკანა პლანზე გასწიეს. წინ გამოაგდეს არასრულწლოვანები, მიზანი-რათა ჯერ მსხვერპლი შესწირონ, ამით აღაშფოთონ საზოგადოება. მერე მოახდინონ ის, რაც გაწერილი აქვთ და რაც დევს ძირითად გეგმაში.

ამ გეგმის აღსრულებას ემსახურება აშშ ამჟამინდელი ადმინისტრაციის მიერ ე.წ. “სტრატეგიული პარტნიორობის”, რაღაც არაფრისმაქნისი და უსარგებლო ხელშეკრულების გაუქმება. რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო ფარატინა ქაღალდი და რომლითაც: 1. არ გვქონდა უვიზო რეჟიმი; 2. არ გქონდა თავისუფალი ვაჭრობა; 3. არ გქონდა პირდაპირი ფრენები; 4. არ აშენებული ერთი რაიმე ამერიკული ყაიდის მცირე საწარმოც კი… მაშ რა იყო ეს “სტრატეგიული პარტნიორობის ” ხელშეკრულება? მხოლოდ პოლიტიკურ სიტუაციაზე გავლენის მქონე დოკუმენტი. მას, როგორც ირკვევა ჰქონდა და აქვს მხოლოდ ის დატვირთვა, რომ ასეთ დროს, მხოლოდ მიმდინარე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას აემუშავებინათ და მხარი დაეჭირათ პუტჩისტ-გადამტრიალებელთა სასარგებლოდ. ანუ ეს იყო ისეთი რამ, რაზედაც ჩვენი დიდი წინაპარი ამბობდა: “რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელიაო…” ეს მოვლენები წყლის წვეთებივით ჰგავს 1991 წლის ე.წ. იანაევის დაკითხვის ოქმის გამოქვეყნების დაპირებას, რომელიც დღემდე გრძელდება… მაგრამ არ გამოქვეყნებულა. აქედან დასკვნა ლოცვა-კურთხევა გარედან გადატრიალების მოქმედების დაწყებისა მიცემულია. გახსოვდეთ სტრატეგია სახელმწიფო გადატრიალებისა უცვლელია, მხოლოდ მცირე ტაქტიკური ცვლილებებია მასში“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.

Back to top button