თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციას: სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს საომარი მდგომარეობა გამოცხადებული, იქამდე არაა და მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს სტრატეგოსები, ნუ შეგვჭამეთ

„მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს ომი (საომარი მდგომარეობა) გამოცხადებული“, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

ის მიმართავს ოპოზიციონერებს, მორჩნენ ომობანას თამაშს და სტრატეგოსობას, ვინაიდან, ზურაბიშვილი საომარ მდგომარეობამდე მთავარსარდალი არ არის.

„მეგობრებო, სალომე ზურაბიშვილი მთავარსარდალი მაშინაა როცა მთავრობას აქვს ომი (საომარი მდგომარეობა) გამოცხადებული.

იქამდე არაა.

და მორჩით ამ ომობანას თამაშს ეს სტრატეგოსები. ნუ შეგვჭამეთ“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

Back to top button