რატი იონათამიშვილი: კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” მენტალურად არ გასულა “ორი ტრუპის” მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და საზოგადოებამაც იცის, რომ “ნაცმოძრაობა” არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება

„კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, ცხადია, მენტალურად არ გასულა „ორი ტრუპის“ მიდგომებისგან, ეს არის მათი მენტალობის სახე და ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ყველაფერს იკადრებენ“, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, რადიკალების აქციის ერთ-ერთი მონაწილის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, რომ „შეიძლება იყოს მსხვერპლი“.

მისი თქმით, ქართულმა საზოგადოებამაც იცის, რომ “ნაცმოძრაობა” არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება, რომლისთვისაც ძალადობა და სიძულვილი არის სამარკო ნიშანი, ამას მიმდინარე მოვლენებიც ადასტურებს.

იონათამიშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ რადიკალებს გეგმების განხორციელების შანსი არ აქვთ, ვინაიდან საქართველო ძლიერი სახელმწიფოა.

„ჩვენმა საზოგადოებამაც იცის, რომ “ნაცმოძრაობა” არის ყველაფრის მკადრებელი კრიმინალების დაჯგუფება, რომლისთვისაც ძალადობა და სიძულვილი არის სამარკო ნიშანი. ახლაც ამას უყურებს ჩვენი საზოგადოება, მაგრამ, როგორი მზაკვრული გეგმებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ, რა თქმა უნდა, ამის განხორციელების შანსი არ აქვთ, ვინაიდან დღეს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, არის ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტებით და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ამ მავნებლებმა საფრთხე შეუქმნან მშვიდობას, განვითარებას და დემოკრატიას“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Back to top button