„როდესაც ებრძვიან ქართულ გენს, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ გენში უფალმა მარადისობა ჩადო ხუთჯვრიანი და არა ლგბტ დროშით,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დარწმუნებულია, რომ ლგბტ რევოლუცია, რაც წარმატებით განხორციელდა უკრაინაში, ვერ შედგება საქართველოში.
ამის მიზეზად ჩიბურდანიძე იმ გარემოებას ასახელებს, რომ ქართველი ერის საუკუნოვანი ტრადიციები და ისტორია ეფუძნება ქრისტიანულ მორალს და არა ლგბტ პროპაგანდას.
„დონალდ ტრამპის X გვერდზე გაჩნდა კითხვა, გსურთ თუ არა თეთრის სახლის თავზე ჩამოიხსნას ლგბტ ფერადი დროშა? რა თქმა უნდა, მისმა მხარდამჭერებმა, ამერიკელთა უმრავლესობამ უპასუხა – დიახ! მაშინ, როდესაც ტრამპი თეთრ სახლზე ლგბტ დროშას ხსნის, ბაიდენი ამ დროშას საქართველოში ვერ ააფრიალებს.
„მაიდანი” სწორედ ფერადი, ლგბტ რევოლუციაა, რაც წარმატებით განახორციელეს უკრაინაში, მაგრამ წარუმატებლად ახორციელებენ საქართველოში. მიზეზი ერთია – უკრაინელებისგან განსხვავებით, ქართველი ერი საუკუნოვან ტრადიციებს ითვლის და ჩვენი ისტორიაც სწორედ ქრისტიანობისთვის ბრძოლის ისტორიაა. 2003 წელს ვარდების ფერებით მოატყუეს საზოგადოება და ხელში შეაჩეჩეს ფერადი დროშა.
ეს დროშა ქართველმა ხალხმა ბოლო წლების არჩევნებზე, უკვე მერამდენედ, დახია და რაც არასოდეს ყოფილა ის გააკეთა – პარლამენტის წინ უზარმაზარი ჯვარი აღმართა.
შედეგი ყოველთვის ასეთი იქნება. როდესაც ებრძვიან ქართულ გენს, ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ გენში უფალმა მარადისობა ჩადო ხუთჯვრიანი და არა ლგბტ დროშით,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.