„თავისთავად ალბათ იყო მოლოდინი გარეთაც და შიგნითაც, რომ ამ განცხადებას რაღაც განსაკუთრებული აღშფოთება მოჰყვებოდა და განსაკუთრებულ ტალღას გამოიწვევდა აქციებზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქე დაფიქრდება და მიხვდება, რომ სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ასეთი სამწუხაროდ არ აისახებოდა არაფერ ხელშესახებზე ვგულისხმობ – არც ვიზა ლიბერალიზაციაზე, არც თავისუფალ ვაჭრობაზე, არც რაიმე ისეთ განსაკუთრებულ პრინციპებზე, რომლებიც აქეთ მხარეს, მაგალითად ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად მყისიერად მიიღო საქართველომ და ჩვენმა მოქალაქეებმა“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
წილოსანის განცხადებით, აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ის რაც საქართველოს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა.
„ამიტომ, თავისთავად სტრატეგიული პარტნიორობა რომლის ფარგლებშიც თუნდაც ანაკლიის პროექტიც კი, რომელსაც თავადვე სტრატეგიულს უწოდებდნენ და ჩვენ შემდგომ გვაყვედრიდნენ თურმე რატომ გადავინაცვლეთ სხვა პარტნიორთან, აშშ-სთვის იმდენად სტრატეგიულიც არ იყო რომ რამდენიმე ათეული მილიონით დაეფინანსებინა, ამის საპირწონედ ჩვენ ვხედავთ, რამდენიმე მილიარდის ხარჯვას ჩვენს ქვეყანაში ამ წლების მანძილზე, თავადაც გახსნილად საუბრობენ ამ თანხებზე, თუმცა ეს თანხები, რომ პირდაპირ ენჯეო სექტორის გაძლიერებისთვის მიემართება და დიდ წილად სწორედ ამ კლასის ადამიანების ფორმირებას ემსახურება და რომელსაც შემდგომ გარე მიზნებიდან გამომდინარე გამოიყენებდნენ და გამოიყვანდნენ რაღაცების გასაპროტესტებლად ესეც თვალნათელია, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რეალური სტრატეგიული თანამშრომლობა აუცილებლად უნდა დაიწყოს ახალარჩეული პრეზიდენტის უკვე ინაუგურაციის შემდგომ, ჩვენ თავისთავად გვექნება ამისი მცდელობა და სურვილი, და ვფიქრობ, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა გაცილებით მეტს გულისხმობს, ვიდრე ის რაც საქართველოს ამ წლების განმავლობაში ჰქონდა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.