როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესეც ისტერიკის გაგრძელებაა.
„ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და შესაბამისად უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, უბრალოდ ამ ადამიანმა იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა შეიძლება არავის მოუნდეს, ამიტომ ყველა წითელ ზღვარს გადადის, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.