„მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თუ გახსოვთ როდისმე [ბოლო პერიოდს არ ვგულისხმობ] საზოგადოებას მოეთხოვოს დამოკიდებულება? ისტორიულად ყოველთვის ითხოვდნენ დამოუკიდებლობას. დღეს კი დამოკიდებულებისთვის არის ბრძოლა,“ – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ და დასძინა, რომ აქციის მონაწილეები მზად არიან, ცალ ფეხზე დგომით, უპირობოდ შეასრულონ დასავლეთიდან მომდინარე ყველა დავალება.
„რევოლუციები ასე არ კეთდება და სწორედ ამიტომაც მიმართეს ბავშვებს. სურთ შექმნან რაღაც ახალი, რაც პრაქტიკულად არ არსებობს. რა თქმა უნდა, მათი მცდელობა სასურველ შედეგს ვერ გამოიღებს. აზიანებენ ბავშვების ფსიქო-ემოციურ სტრუქტურას ძალიან დიდი ხნით და ღრმად. ბავშვს, რომელიც ჩაფხუტით გამოვიდა აქციაზე და სამართალდამცავების მიმართულებით ისროლა გაურკვეველი სახეობის ნივთი, ეს ქცევა დიდი ხნით დაამახსოვრდება. მის ფსიქოლოგიაში ილექება, რომ ის იცავს სამშობლოს. არადა პრაქტიკულად ჩადის დანაშაულს და ამ დანაშაულისკენ, მას უბიძგებენ. ეს არ არის მისი ფსიქო-ემოციური გადაწყვეტილება. ის ხდება დამოკიდებული.
რას აპროტესტებენ ახლა აქციაზე? სურთ ევროპა და რა არის ამაში ახალი? მთავარ პოლიტიკურ მოედანზე თუ გახსოვთ როდისმე [ბოლო პერიოდს არ ვგულისხმობ] საზოგადოებას მოეთხოვოს დამოკიდებულება? აქ ისტორიულად ყოველთვის ითხოვდნენ დამოუკიდებლობას. დღეს კი დამოკიდებულებისთვის არის ბრძოლა. ანუ დავდგები ცალ ფეხზე და ყველაფერს გავაკეთებთ ახლა, უპირობოდ, როგორც მეტყვი ისე, ოღონდ ევროპაში მიმიღე,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.