თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაქან ფიდანი, მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს.
„დარწმუნებული ვარ, ამ თანამდებობაზე თქვენი ყოფნის პერიოდში ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. მჯერა, რომ როგორც სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის, ისევე, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ჩვენს რეგიონში,“ – აღნიშნულია ჰაქან ფიდანის წერილში.