„ნუ მოტყუვდებით ძვირადღირებული „ნავაროჩენი“ სწავლის პროცესებით. ჩვეულებრივ სკოლებს მაინც მიაკითხეთ, ოღონდ აქაც – მოიკითხეთ და ისე. ნუ შეგეშინდებათ სწავლის „დაბალი“ დონით – ქართველობის შენარჩუნების შანსი იქ მეტია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და მოუწოდებს მშობლებსა ლიბერალ-ფაშისტების სასწავლო დაწესებულებებიდან გამოიყვანონ შვილები.
„ვიცი, რამდენს გტკივათ. დღეს მხოლოდ სტუდენტ-შვილებზე არა, სკოლის მოსწავლეებზე არის ნადირობის სეზონი გახსნილი. ჯერ კიდევ შესაძლებელია ამ „ბრაკონიერების“ შეჩერება, ვის კომპეტენციაშიც შედის ამ პროცესების შეჩერება – შეაჩერეთ! მხოლოდ ოჯახურ პირობებში, მონასტრებში და ქართულ ტრადიციულ სასწავლებლებში, ინდივიდუალურად გადასარჩენი ბავშვების ამარა ნუ დატოვებთ ამ ქვეყანას! ცოტანი ვართ! ერთ-ერთი ოპო-ლიდერის კუთვნილი სკოლიდან დროულად გამოიყვანეს ჩემი უფროსი შვილიშვილი ჯერ კიდევ ჩემმა ბიჭმა და რძალმა და ორი წელია ბედნიერ და ჯანსაღ გარემოში სწავლობს კიკეთში. ვისაც გაქვთ შესაძლებლობა – გამოიყვანეთ ლიბერალ-ფაშისტების სასწავლო დაწესებულებებიდან თქვენი შვილები! ნუ მოტყუვდებით ძვირადღირებული “ნავაროჩენი” სწავლის პროცესებით. ჩვეულებრივ სკოლებს მაინც მიაკითხეთ, ოღონდ აქაც – მოიკითხეთ და ისე. ნუ შეგეშინდებათ სწავლის „დაბალი“ დონით – ქართველობის შენარჩუნების შანსი იქ მეტია. შეგნებულად ღუპავენ ბავშვებს, ნუ ჩამომათვლევინებთ ამ „სკოლების“ დასახელებებს, მათთან სასამართლო დავებისთვის არ მცალია. მიხედეთ!!! ვისაც გეხებათ – მიხედეთ!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.