„დღეს ჩვენ მოწმე ვართ რუსული რეპრესიების, რომელიც ტარდება სპეცდანიშნულების ძალების გამოყენებით და რომლებიც აშკარად ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამაზე მეტყველებს მათი ბრუტალურობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის საზოგადოებრივ რადიო France Inter-თან განაცხადა.
მისივე თქმით, სპეცდანიშნულების თანამშრომლებს ურიგდებათ ამფეტამინი ან რაიმე სხვა სახის ნივთიერება, რომელიც განაპირობებს მათ გამძლეობას.
„მათ ურიგებენ ამფეტამინებს თუ არ ვიცი რაიმე სხვა ნივთიერებებს, რაც განაპირობებს გამძლეობას, იმიტომ, რომ უკვე მეხუთე ღამეა ეს გრძელდება. ჩვენი ახალგაზრდებიც ძალიან გამძლეები არიან და უნდა იყვნენ, რათა გაუძლონ ბრუტალურობის ამ ხარისხს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.