მამუკა მდინარაძე პრემიერის შეთავაზებაზე: ბევრ მიზეზს მოიგონებენ, რომ იქ არ მივიდნენ და არ დაუჯდნენ ირაკლი კობახიძეს

ბევრ მიზეზს მოიგონებენ, რომ პრემიერ-მინისტრთან საჯარო დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მთავრობის კანცელარიაში არ მივიდნენ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

„ახლა ბევრ მიზეზს მოიგონებენ, რომ იქ არ მივიდნენ და არ დაუჯდნენ ირაკლი კობახიძეს. ბევრ მიზეზს. ან არ მივლენ, ან ერთი პროცენტი მოდით დავუშვათ ისეთ დღეში ჩავარდებიან წინასწარ გეუბნებით , რომ … რა უნდა თქვან? სად უნდა მივიდნენ? ისინი ახლა ხომ სხედან და ფიქრობენ, უჭკუო ხალხი ხომ არ არის? აგენტი კი არის, მაგრამ აგენტობა უჭკუობას არ ნიშნავს, რაც უფრო ჭკვიანია აგენტი, მით უფრო დიდ ზიანს აყენებს თავის სახელმწიფოს და ამ კატეგორიის ხალხზეა ახლა ლაპარაკი, მაგრამ იქნებ ობიექტურობა ოდნავ რომ სწყურია ასეთიც გამოჩნდეს ვიღაც და მიიღოს ეს შეთავაზება და რა უნდა ილაპარაკონ? უნდა ილაპარაკონ ტყუილები ხომ? ან რაღაც მასკარადი დადგან. შესაბამისად, მასკარადს ყველა შეხედავს, ტყუილებსაც იქვე გაუშიფრავენ, ამიტომ მათ ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენიათ კანცელარიაში, მთავრობასთან მისვლა, მის ხელმძღვანელთან პრემიერ-მინისტრთან ან ნებისმიერ ჩვენგანთან საუბარი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ეს დისკუსია მათთვის პოლიტიკურად მომგებიანი ვერანაირად იქნება, პირიქით, მომგებიანი იქნება მმართველი გუნდისთვის.

„იმიტომ, რომ ბოლომდე თუ კი ვინმე ოდნავ მაინც გულწრფელია ამ ქვეყანაში დარჩენილი, რომელსაც სჯერა იმის, რასაც ისინი ატყუებენ საზოგადოებას აგერ ქვეყნის ცენტრალური გამზირიდან ესეც წყალში ჩაეყრებათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ირაკლი კობახიძე საჯარო დისკუსიის მსურველებს ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციაში იწვევს.

Back to top button