მამუკა მდინარაძე რადიკალებზე: ყველაფრით დადასტურდა, რომ მათი მთავარი მიზანი ახლა „ნაცმაიდნამდე“ არის მსხვერპლი. მსხვერპლის გავლით უნდათ ამაზე ლაპარაკი, იმდენად ამორალური ხალხია და იმდენად ამორალური გეგმები აქვთ, რაც მთავარია

ყველაფრით დადასტურდა, რომ მათი მთავარი მიზანი ახლა „ნაცმაიდნამდე“ არის მსხვერპლი, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მსხვერპლის გავლით უნდათ ამაზე ლაპარაკი, იმდენად ამორალური ხალხია და იმდენად ამორალური გეგმები აქვთ, რაც მთავარია.

„დავიწყოთ არა ფარული, არამედ ღია ჩანაწერებით. აქციის მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი როგორ ლაპარაკობდა პირდაპირ მსხვერპლზე, ეს ვნახეთ. რუბლებით დაფინანსებულ ლაკა ხოშტარიას როგორ წამოსცდა და იქვე გაასწორა, ესეც ვნახეთ. ამას მოჰყვა ფარული ჩანაწერები ერთი და მეორე, სადაც ისინი მსხვერპლზე პირდაპირ საუბრობენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილე საუბრობდა, რომ მაშხალებით თუ შუშხუნებით გადაყენებული, გადაგდებული მთავრობა მე არ გამიგიაო და რევოლუციაო, ისიც მსხვერპლს ითხოვდა. მანამდე „ლელოს“ წარმომადგენლებიც ამაზე ლაპარაკობდნენ. მოკლედ, ყველაფრით დადასტურდა, რომ მათი მთავარი მიზანი ახლა „ნაცმაიდნამდე“ არის მსხვერპლი. მსხვერპლის გავლით უნდათ ამაზე ლაპარაკი, იმდენად ამორალური ხალხია და იმდენად ამორალური გეგმები აქვთ, რაც მთავარია. ძალიან კარგია, რომ ეს გეგმები გაშიფრა.

ორი დღის წინ ერთ-ერთმა ადამიანმა რომ მომწერა და ფეისბუქში გამოვაქვეყნე ეს მიმოწერა, მართლა ვფიქრობდი წინასწარ, გულწრფელად გეტყვით, დამედო თუ არა. მართლა შეიძლება რომელიმე მეგობარს ვთხოვო, მოგწეროს, დადოს „სქრინი“ და წაშალო ნომერი, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანი თემა იყო, იმასაც შევეგუე წინასწარ, რომ ამაზეც წამოვიდოდა ცინიზმი, გაბრაზება და ა.შ. ხანდახან ვამბობთ ხოლმე, რომ მართლა ღმერთს ვუყვარვართ. ეს ქვეყანა მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რადგან ზუსტად ორი საათის შემდეგ მათი დახურული ჯგუფიდან მოგვაწოდეს „სქრინები“ პირდაპირ, როგორ ადასტურებენ იმას, რაც მე დავწერე. იმაზე კი არ წუხან, რა ამორალურობას კადრულობდნენ, რას ოცნებობდნენ თურმე იქ სხვებზე, არამედ, იმაზე წუხდნენ, რომ ვიღაც აგენტია, გამცემიო და გავიდა ინფორმაცია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

Back to top button