ჯეფრი საქსი: მოვლენები საქართველოში ბაიდენის, სალივანის და ბლინკენის ბოლო გასროლაა

ამერიკელი პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადებით, ის, რაც ხდება რუსეთის საზღვრებთან ,საქართველოში, რუმინეთსა და მოლდოვაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის, მისი მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანის და სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის ბოლო გასროლა.

“დამთხვევა არაა, რომ ამჟამად რუსეთის გარშემო ბევრი არეულობაა, მათი დიდი ნაწილი შეერთებული შტატების მიერ არის გამოწვეული. ეს ბაიდენის ადმინისტრაციის ერთგვარი ბოლო გასროლაა. არის არეულობა საქართველოში, არის არეულობა რუმინეთში, მოლდოვაშიც ახალი არეულობის გაღვივების თაობაზე საუბრობენ. ეს რეგიონები რუსეთის საზღვრებთან მდებარეობს, სადაც აშშ-ს აქვს აქტიური ფარული ოპერაციები ისეთი ორგანიზაციების ჩართულობით, როგორიცაა დემოკრატიის ეროვნული ფონდი, რომლებიც მიზნად ისახავენ პრობლემების შექმნას რუსეთისთვის. ასე რომ, რაც ხდება ეს არის ბაიდენის, სალივანის, ბლინკენისა და “დიფ სთეითის” ერთგვარი ბოლო გასროლა”, – განაცხადა საქსმა.

 

Back to top button