ცოტნე ანანიძე: მომიტინგეებო, გადადით ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვეთ მოლაპარაკებების გახსნა! ჩვენ რომ გვიწყობთ აქციებს, ჩვენც გვინდა ევროინტეგრაცია

„მომიტინგეებო, გადადით ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვეთ მოლაპარაკებების გახსნა!“, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებასაც სურს ევროინტეგრაცია, რასაც მიაღწევს კიდეც.

„მომიტინგეებო, გადადით ევროკავშირის საელჩოსთან და მოითხოვეთ მოლაპარაკებების გახსნა! ჩვენ რომ გვიწყობთ აქციებს, ჩვენც გვინდა ევროინტეგრაცია და მივაღწევთ კიდეც“, – წერს ცოტნე ანანიძე.

Back to top button