ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოების მცირე, მაგრამ აგრესიულ ნაწილში, არის გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე, ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობა, სიმშვიდე და სტაბილური განვითარება

ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოების მცირე, მაგრამ აგრესიულ ნაწილში, არის წლიდან წლამდე გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხმარდებოდა უცხოური დაფინანსება მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება.

“ქვეყანას ჰყავს მტრები, პირველი ეს უნდა ითქვას და ამ წლების განმავლობაში არის პირდაპირი, კოორდინირებული მცდელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქვეყანა არიონ, ქვეყანაში შემოიტანონ არეულობა, ომი და რა თქმა უნდა, ამ პროცესების გაგრძელებაა ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დღეს თბილისის ქუჩებში, რუსთაველის გამზირზე. თუმცა, „ნაცმაიდნის” მოწყობის ოთხივე მცდელობა ჩავარდა და რა თქმა უნდა ნებისმიერი ასეთი მცდელობა არის განწირული წარუმატებლობისთვის. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ამ ყველაფერში არის ის, რომ არის მასშტაბური კოორდინაცია ამ ყველაფრის უკან.

ეს ლიბერალური ფაშიზმი, რასაც ვხედავთ ჩვენ საზოგადოების მცირე, მაგრამ აგრესიულ ნაწილში, არის წლიდან წლამდე გენერირებული უცხოური დაფინანსების საფუძველზე. სწორედ ამიტომ მივიღეთ თავის დროზე კანონი უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ერთ-ერთი მთავარი, რასაც ხმარდებოდა უცხოური დაფინანსება მთელი ამ წლების განმავლობაში, იყო სწორედ ამ იდეოლოგიის, ლიბერალური ფაშიზმის გავრცელება.

როცა გავიხსენე ფაქტი, თუ როგორი აჟიოტაჟით გამოეხმაურა კონკრეტული ლიბერალი ფაშისტი პოლიციელისთვის მძიმე ზიანის მიყენებას, ეს სწორედ ლიბერალური ფაშიზმის გამოხატულებაა. ზუსტად ასეთ ადამიანებს არეკრუტებდნენ ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს ხდებოდა უცხოური დაფინანსებით. ამ დაფინანსების გამჭვირვალობის წინააღმდეგ როგორ იბრძოდნენ, ესეც გახსოვთ. შარშან „ნაცმაიდნის” მეორე მცდელობა დაუკავშირეს სწორედ გამჭვირვალობის კანონს, და წელსაც, „ნაცმაიდნის” მესამე მცდელობა დაუკავშირეს ასევე გამჭვირვალობის კანონს. იმიტომ, რომ მათ არ უნდათ, ღიად გაიშიფროს ის მცდელობები, რაც დაკავშირებულია საქართველოში ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებასთან. ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა, ამიტომ, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გამჭვირვალობა, სიმშვიდე და სტაბილური განვითარება”, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button