პრემიერი: არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება

არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს.

„რეალურად, არცერთი ობიექტური შემფასებლისთვის არავითარი კითხვები ამ არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს. არის ეუთო/ოდირის დასკვნა, ყველას შეუძლია განიხილოს ეუთო/ოდირთან ეს დასკვნა. შესაბამისად, არავითარი საფუძველი სპეკულაციებისთვის არ არსებობს, თუმცა გარკვეული ძალები მაინც ახერხებენ სპეკულირებას ამ თემით, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button