თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, როცა ამოიწურა ფიზიკური ძალადობის რესურსი, გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
„როდესაც ვეღარ ძალადობდნენ ფიზიკურად, როცა ამოიწურა ამის რესურსი გადავიდნენ უკვე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, რაც არის დამახასიათებელი ლიბერალური ფაშიზმისთვის. დაიწყეს სიების გამოქვეყნება, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, პოლიციელების. თუ ვინმეს შეიძლება ეშინოდეს რაიმე სიის, ესენი არიან სწორედ რადიკალები, ჩვენ ვიმოქმედებთ, ამას ვპირდებით აუცილებლად ყველას, – განაცხადა პრემიერმა.