ზურაბ ქადაგიძე დავით კეზერაშვილზე: თუ ვინმეს ჰგონია, რომ კეზერაშვილმა ასობით მილიონი მხოლოდ სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი, თანამდებობის დატოვებიდან მალევე გახდა მსხვილი ოლიგარქი და ასობით მილიონი დოლარის პატრონი.

„დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი. თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი, ასობით მილიონი დოლარის პატრონი.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა მან სასამართლოთი დოკუმენტირებულად დასაბუთებული და დღეს სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით იშოვა, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი ტვ ფორმულაშია, ვიდრე არსებობს ჯერ კიდევ,“ -წერს ზურაბ ქადაგიძე.

Back to top button