ზურაბ ქადაგიძე: 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა, მანამდე ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი, თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი

„დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ კეზერაშვილმა თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, ასობით მილიონი დოლარი უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით არ უშოვია, „ის ჭეშმარიტად ნეტარია“.

„დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი. თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი, ასობით მილიონი დოლარის პატრონი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა მან სასამართლოთი დოკუმენტირებულად დასაბუთებული და დღეს სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით არ უშოვია, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი „ტვ ფორმულაშია“. ვიდრე არსებობს ჯერ კიდევ“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Back to top button