გიორგი გამსახურდია: პირდაპირ იძახის, „მგიმოში“ ნასწავლი, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, {ელენე ხოშტარია} უნდა ვიძალადოთო, პასუხი გაგეცემათ კანონის მთელი ძალით

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, გიორგი გამსახურდია „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას გამოეხმაურა.

„პირდაპირ იძახის, მგიმოში ნასწავლი, რუსულად, რუსული ფულით გამოზრდილი ლიაკა, რომ უნდა ვიძალადოთო. საუკეთესო ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, გაგეცემათ პასუხი, კანონის მთელი ძალით და მის ფარგლებში.

ჩაფლავებულები ხართ, თქვენ უკეთესად იცით ეგ. ჩვენ კიდევ, ქართველ პატრიოტებს, საქართველოზე შეყვარებულ ხალხს ვერ მოგვერევით ვერასდროს, ვერცერთ ჩვენ გმირ პოლიციელს და საჯარო მოხელეს. უსამშობლოები და რუსეთუმეები თქვენთვის გვიჩუქნია, მაგრამ ეგენიც მოვლენ აზრზე, უკვე მოსულები არიან. ღირსებით ევროპისკენ“, – აცხადებს გიორგი გამსახურდია.

Back to top button