2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდე, სპორტის სამინისტროს – 298 მილიონ ლარზე მეტია

2025 წელს კულტურის სამინისტროს დაფინანსება 298 მილიონ ლარამდეა, –ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:

  • კულტურის განვითარების ხელშეწყობა – 147 მილიონ ლარზე მეტი, მათ შორის, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, სხვადასხვა კულტურული კონკურსების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 30 მილიონ ლარზე მეტი. გარდა ამისა, გათვალისწინებულია კულტურის ორგანიზაციებში დასაქმებულთა ხელფასების ზრდა 10-20 პროცენტის ფარგლებში;
  • კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფა – 62 მილიონ ლარამდე;
  • ინფრასტრუქტურის განვითარება – 50 მილიონი ლარი;
  • სახელოვნებო დაწესებულებების ხელშეწყობა – 9 მილიონ ლარზე მეტი;
  • სახელოვნებო სფეროში უმაღლესი განათლება – 20 მილიონ ლარზე მეტი;

სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 298 მილიონ ლარზე მეტით. თანხები მიიმართება შემდეგი მიმართულებებით:

  • მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია – 236 მილიონ ლარი;
  • სპორტის მოღვაწეთა სოციალური დაცვის ღონისძიებები – 42 მილიონ ლარამდე, საიდანაც ფინანსდება საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება;
  • სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა – 10 მილიონი ლარი;

სასპორტო დაწესებულებების ხელშეწყობა – 5 მილიონ ლარზე მეტი.

Back to top button