ხაინდრავა ზურაბიშვილს: ჩვენო პარიჟანკა ხანუმ ჯან! ახლა ეს მაკრონი რომ რეკავს დღეს ივანიშვილის ტელეფონზე, ეს როგორ გავიგოთ, ჰა?! ახლა ელჩებს სროჩნად ხომ შეკრიბამ და ძლიერად გააპროტესტებ ამ მიუღებელ ზვანოკებს!

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

„ჩვენო პარიჟანკა ხანუმ ჯან! ახლა ეს მაკრონი რომ რეკამს დღეს ივანიშვილის ტელეფონზე, ეს როგორ გავიგოთ, ჰა?! ახლა ელჩებს სროჩნად ხომ შეკრიბამ და ძლიერად გააპროტესტებ ამ მიუღებელ ზვანოკებს! და პარიზში ემანოს სულ რომ კუდში დასდევდი, ამას როგორ იზამ, ჰა? ხანუმ ჯან!“, – წერს გოგა ხაინდრავა X-ზე.

Back to top button