არავითარი კრძალვა, რიდი თუ რაიმე შეზღუდვები არ მაქვს იმ, როგორც ზოგი უწოდებს – „სვეცკი ჯოგის,“ თუ „ცნობადი სახეების,“ ადრე „კარის ინტელიგენციად“ წოდებული ცნობილი პირების მიმართ. ამიტომ ღია ტექსტით ვიტყვი, რომ როგორც იყვნენ ფლუგერები ამ 33 წლის მანძილზე, ისეთივე ფლუგერებად დარჩნენ. მათთვის მთავარი იყო და არის ე.წ. „ტრენდში ჩაჯდომა,“ თუკი მათი უნიკალური ყნოსვით, ეს დივიდენდებს მოუტანთ. პროცესი დაწყებულია, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
„ახლაც, ეტყობა იყნოსეს ეს ტრენდი და დაიწყეს გადახტომის პროცესი. რით დაიწყეს? მიმდინარე აქციის მონაწილე ახალგაზრდა რადიკალების ყასიდი ჰეროიზაცია-რომანტიზაციით, და პოლიციის და სახელმწიფოს ჩვეულ სტილში („გული გვისკდება“) დამუნათებით. გავეშებულ რადიკალებს მოფერებით „ბავშვებს“ ეძახიან, რომლებსაც თურმე „ასე სწყურიათ თავისუფლება,“ და ა.შ. მოკლედ, ტკივილამდე ნაცნობი რიტორიკა და ქცევის წესი. რას ვიზამთ, ასეთია ჩვენი ჯერჯერობით „ელიტა.“რაც შეეხება თავისუფლებას, რომელიც ხალხს ამ „სვეცკური ბაბლის“ ჩათვლით, 9 წელი წართმეული ჰქონდა, როგორც ჩანს 2012 წლის შემდეგ მათ იმდენად ღრმად ჩაისუნთქეს თავისუფლების ჰაერი, რომ ახლა თავისუფლებით კარგად დანაყრებულებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თავისი ნამდვილი სახე“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.