„აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უსამართლო და ტრადიციულად დაუსაბუთებელი დასანქცირება უსამართლობის პიკს წარმოადგენს. ამას გვიბედავს ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს BLM-ის აქციების დროს მოახდინა 19 ათასი ადამიანის დაკავება, ათობით ადამიანის მოკვლა და ასობით დასახიჩრება. ხოლო წლევანდელი პრო-პალესტინური სტუდენტური პროტესტები უსასტიკესად ჩაახშო“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება საუბრობს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, საუბარი მიდის სიცრუის – სიმართლით, უსამართლობის – სამართლიანობით, მონობის – პარტნიორობით ჩანაცვლებაზე.
„წარმოუდგენელია 1945 წელს საერთაშორისო ტრიბუნალის დროს ნიურნბერგში, ამერიკულ მხარეს მოეთხოვა გერინგის თუ რიბენტროპის “პოლიტპატიმრებად” შერაცხვა და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის დაყენება. მაგრამ ქართველი ლიბერალ-ფაშისტების დაცვა და ლობირება ერთადერთზე მიუთითებს – დღეს სწორედ აშშ-ის ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია და მისი მმართველი, „გლობალური ომის პარტიაა“ მათი შემქმნელ-წამქეზებლები. არანაირი აზრი არა აქვს მათ უტყუარი დოკუმენტური მტკიცებულებები წარუდგინო – რომან შამათავაზე, მეგის ქარდავაზე, კოხტა კოდუაზე, ალექსანდრე „ქილერა“ მხეიძეზე. არანაირი აზრი არა აქვს მათი მბრძანებლების, სააკაშვილის, მერაბიშვილის თუ ახალაიას კრიმინალურ წარსულზე მითითება. ბრმა, ყრუ, უსამართლო ძალა იმჩნევს მხოლოდ იმას, რაც მის ინტერესებში შედის. მით უმეტეს, საკუთარი პირმშოთა მიმართ, ობიექტურობის მოლოდინიც ფუჭია. ამ ყველაფრის ფონზე, აშშ-ის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა უსამართლო და ტრადიციულად დაუსაბუთებელი დასანქცირება – უსამართლობის პიკს წარმოადგენს. ამას გვიბედავს ქვეყანა, რომელმაც 2020 წელს BLM-ის აქციების დროს მოახდინა 19 ათასი ადამიანის დაკავება, ათობით ადამიანის მოკვლა და ასობით დასახიჩრება. ხოლო წლევანდელი პრო-პალესტინური სტუდენტური პროტესტები უსასტიკესად ჩაახშო. როდესაც ქვეყნის ხელისუფლება საუბრობს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვაზე, საუბარი მიდის სიცრუის – სიმართლით, უსამართლობის – სამართლიანობით, მონობის – პარტნიორობით ჩანაცვლებაზე. სხვანაირად არაფერი გამოვა…“, – წერს დავით ქართველიშვილი.