საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ვთავაზობ დისკუსიას საჯაროს თუ არასაჯაროს, ნებისმიერ ფორმატში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, საზოგადოებასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი და ხელისუფლება მზადაა ესაუბროს ხალხს.
„ჩვენ გვჭირდება დიალოგი საზოგადოებასთან. ეს არის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩემი შეთავაზება – საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, ნებისმიერ ფორმატში, გნებავთ საჯარო დისკუსია თუ არასაჯარო დისკუსია, მნიშვნელობა არ აქვს არსებითად არც შეხვედრის ადგილს, დროს და ა.შ. საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ვთავაზობ ასეთი ტიპის დისკუსიას საჯაროს თუ არასაჯაროს.
საზოგადოებასთან დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენ ვართ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება და ჩვენ უნდა ვესაუბროთ ხალხს. უნდა ვესაუბროთ არა იმ ადამიანებს, რომელიც საკუთარი ამომრჩევლის ხმასაც კი არ სცემენ პატივს, არამედ, უნდა ვესაუბროთ საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ საუბრისთვის როგორც საკუთარ მხარდამჭერებთან, ისე თუნდაც იმ ადამიანებთან, რომლებმაც თუნდაც რადიკალური ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. შესაბამისად, თუ ვინმესთან შეიძლება დიალოგი შედგეს, ეს არის ჩვენი საზოგადოება”, – განაცხადა პრემიერმა.