დავით მათიკაშვილი: ნაძვის ხის ანთების გადადებით თავიდან ავირიდეთ პროვოკაცია, რომელსაც ოპოზიცია გუშინ რუსთაველზე გეგმავდა

„ნაძვის ხის ანთების გადადებით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად თუ შეგნებით ცდილობს, ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია 14 დეკემბერს პროვოკაციის მოწყობას გეგმავდა.

„რადიკალური ოპოზიცია გუშინ რუსთაველზე გეგმავდა და ცდილობდა, საზოგადოებისთვის კონფლიქტური და პროვოკაციული სიტუაციით მძიმე შედეგები დაეყენებინა, ეს თავიდან იქნა არიდებული იმით, რომ გადაიდო ნაძვის ხის ანთება.

ამით გავუფრთხილდით ჩვენი ბავშვების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, იმ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასაც, ვინც იქ შეუგნებლად თუ შეგნებით ცდილობს ამ ვანდალიზმით საზოგადოებას თავი დაამახსოვროს.

ტყუილი მიზნების ძიებაში იკარგება ის მოცემულობა, რასაც ჰქვია ახალი წელი და შობა. მაგრამ ეს ასე არ მოხდება, საზოგადოება ძალიან მალე იხილავს ანთებულ მთავარ ნაძვის ხეს და ის საზეიმო განწყობა, რომელიც საზოგადოებაშია, კიდევ უფრო გაღრმავდება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

Back to top button