პრემიერმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მოქალაქეებისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან მოქალაქეების საჭიროებების დროულად და ეფექტურად გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.

მთავრობის მეთაურმა მერებს პირადი და ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაგეგმილი პროექტები და ინიციატივები მიმოიხილეს.

Back to top button