ირაკლი კობახიძე: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმის შესახებ ანგარიში ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ტერორიზმის შესახებ ანგარიში არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია და ობიექტური.

„ეს შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია და ამასთან ერთად არის ობიექტური, რაც ზუსტად ასახავს იმ წარმატებულ საქმიანობას, რომელსაც ახორციელებს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ქვეყნებს შორის არის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ვისარგებლებ შემთხვევით და გრიგოლ ლილუაშვილს მინდა, მადლობა გადავუხადო წარმატებული ხელმძღვანელობისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Back to top button