დავით ქართველიშვილი თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაზე: ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ერთ-ერთი სახელმწიფოს დაშლა/ფრაგმენტაციის „მშვიდობიანი“ პროცესი, რასაც „გაგებით ეკიდება“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი

„თვალწინ მიდგას შეშფოთებული NATO-ს მესვეურთა სახეები, უკრაინის დაშლა/ფრაგმენტაციაზე რუსეთს რომ დაუწყებენ ჭკუის სწავლებას და იმის მტკიცებას, თუ რით განსხვავდება უკრაინა სირიისაგან,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და დასძენს, რომ თურქეთის პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოს გაუგზავნა მკაფიო გზავნილი, იმის შესახებ, რომ სირიის ჩრდილოეთი გადავა თურქეთის შემადგენლობაში.

„დღეს NATO-ს წევრმა თურქეთმა და მისმა პრეზიდენტმა მთელ მსოფლიოს გაუგზავნა მკაფიო გზავნილი: სირიის ჩრდილოეთი “მშვიდობიანად” გადავა თურქეთის შემადგენლობაში. ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ერთ-ერთი სახელმწიფოს დაშლა/ფრაგმენტაციის “მშვიდობიანი” პროცესი, რასაც “გაგებით ეკიდება” ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი. “ეს ხომ სულ სხვა ტაშია” – თვალწინ მიდგას ვაჟა ზაზაევიჩის მოადგილის, ოთარ ზედგინიძის განწირულ/აღშფოთებული ხმა. თვალწინ მიდგას შეშფოთებული NATO-ს მესვეურთა სახეები, უკრაინის დაშლა/ფრაგმენტაციაზე რუსეთს რომ დაუწყებენ ჭკუის სწავლებას და იმის მტკიცებას, თუ რით განსხვავდება უკრაინა სირიისაგან. დაველოდოთ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

Back to top button