კასპში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, კასპის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღნიშნეს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის, კასპის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების დღე აღინიშნა.

ტარიელ შარიფაშვილის  სახელობის სკვერში შეკრებილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა,  ყოფილმა თანამებრძოლებმა, ოჯახის წევრებმა  პატივი მიაგეს და  მისი ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

პოლკოვნიკი, რომელსაც დღეს 64 წელი შეუსრულდებოდა 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვის ბრძოლაში  გმირულად დაიღუპა.

Back to top button