
ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად.
„ათწლიანი გამოსაცდელი ვადა თავიდან ბოლომდე ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანების გაუფასურებას. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ევროკავშირში გაწევრიანების სრულ გაუფასურებას. ამას ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ათწლიან გამოსაცდელ ვადას უწესებენ ახალ წევრებს”, – განაცხადა პრემიერმა.