ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელი ეთო ბუზიაშვილი X-ზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილეს

ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ თანამშრომელი ეთო ბუზიაშვილი X-ზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხილეს. ეთო ბუზიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც სერბეთში მიმდინარე პროტესტს ეხმიანება და საქართველოსთან ავლებს პარალელს.

ეთო ბუზიაშვილი აცხადებს, რომ სერბებიც კი კრემლის გავლენის წინააღმდეგ აჯანყდნენ და ამ გეოპოლიტიკური მარცხის ფონზე, საქართველოში რეჟიმს სურს, რომ ჩვენ რუსეთის ნაწილი გაგვხადოს.

ეთო ბუზიაშვილს მკითხველები დეზინფორმაციაში ამხელენ და საპასუხოდ სერბეთში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე მიუთითებენ, რომ სერბეთში პროტესტი არა კრემლის გავლენის, არამედ კორუმპირებული რეჟიმის წინაარმდეგ ტარდება.

„ახლა სერბებიც კი, სადაც ისტორიულად ბევრ სფეროში პრორუსული განწყობა დომინირებდა, კრემლის გავლენის წინააღმდეგ აჯანყდნენ.

და მაინც, ამ გეოპოლიტიკური მარცხის ფონზე, საქართველოში რეჟიმს სურს, რომ ჩვენ რუსეთის ნაწილი გაგვხადოს. დაივიწყეთ 3/3-ის ფორმატი“, – წერს ეთო ბუზიაშვილი.

Back to top button