„ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!,“ – წერს ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში.
როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად.
„სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა და იდენტობა, შეუცვლელი და ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია ყველა დანარჩენისგან. ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად! ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!“, – აღნიშნულია ერისიონის განცხადებაში.