ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის ბენეფიციარებს” საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.
ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად მიულოცა.
მუნიციპალიტეტში ,,უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის” პროგრამით 102 ბენეფიციარი სარგებლობს.