“ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა” – პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი

ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა, – აცხადებს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი.

დღეს გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, იმ ბიზნესის ნაწილს, ვინც ხელს აწერს პლატფორმა “თავისუფალი ბიზნესის” პეტიციას, პროდუქტი რუსეთში გააქვს და საკმაოდ დიდი ბრუნვებიც აქვს.

“პრაიმტაიმი” პეტიციის პლატფორმის დამფუძნებელს გიორგი ჩუგოშვილს დაუკავშირდა.

ბატონო გიორგი, ბიზნესმენები, ვინც პეტიციას ხელს აწერენ, ნაწილს სწორედ რუსეთში გააქვს პროდუქტი, ეს გარკვეულ უხერხულობას ხომ არ ქმნის?

– 2400 კომპანიაა რეგისტრირებული, ზოგიერთს რუსეთში ექნება ბრუნვა, ზოგიერთს ევროკავშირში და სხვა ქვეყნებში, მანდ რა პრობლემაა. ეს ხალხი ითხოვს დეესკალაციას, რუსეთის წინააღმდეგ იქ არაფერი წერია, იქ წერია, რომ ეკონომიკური კრიზისია მოასალოდნელი და ეს ხალხი დეესკალაციას ითხოვს.

უხერხულობას არ ქმნის, რომ ეს ხალხი რუსეთიდან იღებს შემოსავალს?

არ ვიცი, ვინ დათვალა საიდან უფრო მეტ შემოსავალს იღებენ? 2400 კომპანიაა, მე რაც ვნახე, 4 წლის ჯამური ბრუნვაა, რაც რუსეთიდან აქვთ. ზოგიერთ კომპანიას ეწერა 100 000 და ეს თანხა ბიზნესისთვის კაპიკებია .

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ შეიქმნა პლატფორმა  , სადაც მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი პოზიციის დააფიქსირა ქართული ბიზნესის ნაწილმა.

“არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. აუცილებელია ვითარების სასწრაფო დეესკალაცია. დეესკალაციის ყველაზე პრაგმატული გზა არის ახალი არჩევნების დანიშვნა და ბოლო პროცესების დროს დაპატიმრებული ადამიანების ახალ წლამდე გათავისუფლება. ჩვენ, ქართული ბიზნესის წარმომადგენლები, ვართ რა პასუხისგებელნი ქვეყნის ბედზე და მის შეუქცევად განვითარებაზე, განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური პრეფერენციებისა, ხელს ვაწერთ ამ მოწოდებას და განცხადებას,” – წერია პეტიციაში.

Back to top button