მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთობას და სიმტკიცეს

საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთობას და სიმტკიცეს;
საქართველოს ინტერესების დაცვა ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ნამდვილი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლას ნიშნავს,-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილის თქმით, გამოწვევებთან ერთად შესაძლებლობებიც ბევრია, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ და სრულად ავითვისოთ,ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.

“დღეს ვასრულებთ ელჩების კონფერენციის ორდღიან მუშაობას!

პირველ რიგში, მადლობას გადავუხდი ბატონ პრეზიდენტს იმისათვის, რომ თავისი საპრეზიდენტო საქმიანობა სწორედ იმ ადამიანებთან შეხვედრით დაიწყო, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენენ საზღვარგარეთ.

მადლობას გადავუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს და საქართველოს მთავრობის წევრებს, გასული ორი დღის განმავლობაში საინტერესო შეხვედრებისთვის და დისკუსიებისთვის.

მადლობას მოვახსენებ ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს და პარლამენტის წევრებს, ელჩების კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის.

და რა თქმა უნდა მადლობა თქვენ, საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის თითოეულ წარმომადგენელს, რომლებიც ერთგულებით და სიყვარულით ემსახურებით ჩვენს სამშობლოს.

დღეს, საქართველო მრავალი გამოწვევის წინაშე დგას და გართულებულ გეოპოლიტიკურ გარემოში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთობას და სიმტკიცეს.

საქართველოს ინტერესების დაცვა დღეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ეკონომიკური განვითარების და ნამდვილი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის ბრძოლას.

გამოწვევებთან ერთად შესაძლებლობებიც ბევრია, რომლებიც არ უნდა დავკარგოთ და სრულად ავითვისოთ, ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ”,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

Back to top button